პრესკონფერენცია დასრულებულია.

ვლადიმირ პეტკოვიჩი: ჩვენ რამდენიმე წამყვანი მოთამაშე გვაკლია, მაგრამ ეს ფაქტი ჩვენზე უარყოფით ზეგავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან საკმაოდ დიდი რესურსი გვაქვს და ყველა პოზიციის გაძლიერება შეგვიძლია. 

სტეფენ ლიხშტაინერი: საქართველოს ძალიან ძლიერი, შემტევი და აგრესიული გუნდი ჰყავს. მათ გრანდებთან, მაგალითად გერმანიის დონის ნაკრებებთან თამაშის დიდი გამოცდილება აქვთ. მეტოქეს ხვალ მოედნის უპირატესობაც ექნება. 

ვლადიმირ პეტკოვიჩი: დღეს საღამოს, ფეხბურთელებთან ერთად მეტოქის ძალებს გავაანალიზებთ. რაც ამ მომენტისთვის ვიცით, არის ის, რომ საქართველოს ნაკრები ძალიან აგრესიულ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს. 

ვლადიმირ პეტკოვიჩი: დინამო არენაზე, საქართველოდან  3 ქულის წასაღებად ვითამაშებთ!