ხულიო რიბასი: საქართველოს ნაკრებიდან კონკრეტული ფეხბურთელის გამოყოფა მიჭირს, დაცვაში, ნახევარდაცვაში და შეტევაში ჩვენს მეტოქეს მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავს. 

ხულიო რიბასი: ჯგუფის კონკრეტული ფავორიტის გამოყოფა ძალიან რთულია. თუმცა შესაძლებლობების თვალსაზრისით ირლანდია, შვეიცარია და დანია საუკეთესო გუნდები არიან.

ხულიო რიბასი: მე ძალიან მომწონს საქართველოს ნაკრების სათამაშო სტილი. თქვენი რამდენიმე მატჩი ნანახი მაქვს, მათ შორის შვეიცარიასთან და ირლანდიასთან, ამიტომ რთულ შეხვედრას ველით. 

ხულიო რიბასი: ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გუნდმა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი აჩვენოს და მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს.