ბურჯანაძის გრან კანარიამ დამაჯერებლად მოიგო

ქართველი კალათბურთელის გუნდი მერვე ადგილზეა

ესპანეთის ჩემპიონატში ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ფუენლაბრადას უმასპინძლა და 102:78 მოიგო. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 19 წუთზე მეტი გაატარა და გუნდს 8 ქულით დაეხმარა. ბექამ 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

 

ამ მომენტისთვის გრან კანარიას 12 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველის გუნდი უნიკახას წინააღმდეგ ჩაატარებს.