ხარები ისევ ლიდერია

ლიდერბეთი დიდი 10-ის სატურნირო ცხრილის სათავეში დიდი სიმჭიდროვეა 

საქართველოს ჩემპიონატის, ლიდერბეთი დიდი 10-ის გათამაშების მეათე ტურში ყველა ლიდერმა მოიგო. რუსთავის ხარებმა და ბათუმმა გამარჯვებას საკუთარ მოედანზე მიაღწიეს. აკადემიამ და ლელომ კი, სტუმრად იყოჩაღეს.

 

შედეგად, სატურნირო ცხრილის სათავეში ისევ ხარებია. თუმცა, უახლოესი მდევრები მას ბევრად არ ჩამორჩებიან. რუსთაველებსა და მეოთხეადგილოსან ლელოს შორის სხვაობა მხოლოდ სამი ქულაა.

 

 

არანაკლებ გაცხარებული ბრძოლაა ცხრილის მეორე ნახევარში. ბოლო ადგილზე მყოფ ბოლნისის ”ყოჩებს” 13 ქულა დაუგროვდა. მას ორი ქულით ერთბაშად სამი გუნდი უსწრებს. ესენია: მარნეულის არმაზი, თბილისის ლოკომოტივი და კიკეთის იუნკერები.

 


ხარები-ყოჩები 30:25

ხარები: 5ლ - ნარიმანიძე (2), ზედგინიძე, მელიქიშვილი, ბებიაშვილი. ს.გ - ხუციშვილი

სინბინი: გოგოლაძე, მღებრიშვილი

ყოჩები: 2ლ - გოგოლაშვილი, საჯარიმო, ნოდია.  2ს,გ - სოხაძე

სინბინი: მაღრაძე

მსაჯი: ირაკლი ჭანუყვაძე

 

 

ბათუმი-იუნკერები 20:8

ბათუმი: 2ლ - ქოიავა, ტრაპაიძე. 2ს,2გ - ურჯუკაშვილი

იუნკერები: ლ - გომიაშვილი. ს - ხარაზიშვილი

სინბინი: ზაბახიძე

მსაჯი: საბა აბულაშვილი

 


არმაზი-აკადემია 6:40

არმაზი: 2ს - ჭიკაიძე.

სინბინი: ჯიბლაძე

აკადემია: 6ლ - გვარამია, გოგლიძე, ბურდული, ხელაია, ზოიძე, ს.ილურიძე. 5გ - მოძღვრიშვილი

მსაჯი: თორნიკე გვირჯიშვილი

 


ლოკომოტივი-ჯიქი 26:32

ლოკომოტივი: 2ლ - ი.ქვათაძე, ჩიღვინიძე. 4ს,2გ - ასათიანი

ჯიქი: 4ლ - კალანდაძე, ბეგაძე, დევსურაშვილი, კოპაძე. 3გ - ჯინჭველაშვილი (2), წიკლაური. 2ს - ჯინჭველაშვილი

სინბინი: კვესელძე, ბეგაძე, ჭუაძე

მსაჯი: ნიკა ამაშუკელი

 

 

აია-ლელო 16:21

აია: ლ - აბრამიძე. 3ს,გ - გ.ბაბუნაშვილი

სინბინი: გოგიაშვილი

ლელო: 2ლ - ტაბუცაძე (2). 3ს,გ - კვირიკაშვილი.

სინბინი: მამამთავრიშვილი, ჯღარკავა

მსაჯი: შოთა თევზაძე

 

 

სატურნირო მდგომარეობა

1. ხარები - 33 ქულა, 2. ბათუმი - 32, 3. აკადემია - 31, 4. ლელო - 30, 5. აია - 26, 6. ჯიქი - 25, 7. არმაზი - 15, 8. ლოკომოტივი - 15, 9. იუნკერები - 15, 10. ყოჩები - 13.