ასიეშვილის ლელომ ბრივს მოაგებინა

ქართველმა შერკინების ბურჯმა პირველად გაიტანა 

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის გათამაშების მე-10 ტურში ქართველი მორაგბეების კარლენ ასიეშვილის, ოთარ გიორგაძის, ვასილ ლობჟანიძის, თედო აბჟანდაძის, სოსო ბეკოშვილისა და ვანო კარკაძის ბრივმა შინ დაამარცხა გათამაშების აუტსაიდერი, გიორგი მელიქიძის სტად ფრანსე - 26:21.

 

ასიეშვილმა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო 31-ე წუთზე ლელო მიითვალა. ის მატჩში გადამწყვეტი აღმოჩნდა. გიორგაძემ სრულად ითამაშა, ლობჟანიძე მოედანზე 56-ე წუთიდან გამოჩნდა. სხვა ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

 

ბრივი ახლა 22 ქულით მე-8 ადგილზეა და საპლეიოფო ზონას მჭიდროდ მიუახლოვდა.