პირველი მატჩისთვის შემადგენლობა ცნობილია

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად სამხრეთაფრიკელებთან პაექრობა ყოველთვის სასარგებლოა 

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ხვალ, 2 დეკემბერს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე სამხრეთაფრიკელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

 

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა  ორმატჩიანი საერთაშორისო სერიის პირველი თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა. სასტარტო შემადგენლობაში ექვსი, ხოლო თადარიგში სამი ისეთი მორაგბეა, რომლებმაც წლეულს არგენტინაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზეს. 

 

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ლელოს შუამარბი დემე თაფლაძე უკაპიტნებს. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ორივე გუნდის განაცხადში 29-29 მორაგბეა. მატჩი 16 საათზე დაიწყება.

 

საქართველო: 15. გიორგი მიქანაძე, 14. თემურ კოხოძე, 13. დემე თაფლაძე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ზურაბ ქავთარაძე, 10. ლუკა მატკავა, 9. გიორგი მარგალიტაძე.   1. მამუკა მსტოიანი, 2. საბა კურატაშვილი, 3. ირაკლი მჭედლიძე, 4. ლუკა მაჭარაშვილი, 5. ლუკა ივანიშვილი, 6. საბა კურტანიძე , 7. ბექა ყორიაული, 8. იოანე იაშაღაშვილი.

სათადარიგო: 16. საბა ხონელიძე, 17. ირაკლი პურიჭამიაშვილი, 18. ნუგზარ სომხიშვილი, 19. ვაჟა მაისურაძე, 20. თორნიკე ზაქარიაძე, 21. გუგა მარგველაშვილი, 22. სერგი ჩხაიძე, 23. ირაკლი სიმსივე,  24. გიორგი სინაურიძე, 25. დავით ლომიძე, 26. თემო ჭიჭინაძე, 27. ლუკა ხეხელაშვილი, 28. გივი ცინცაძე, 29. ლევან ბრაგვაძე . 

 

სამხრეთ აფრიკა: 15. კოენ იასპერი, 14. მუზი მანიკე, 13. ზველენდაბა მნობო, 12. დევიდ კელერმენი, 11. სტრავინო ჯეიკობსი, 10. ჟუან მოსტერტი, 9. ჯეიდენ ჰენდრიქსი;   1. თაბისო მდლესტშე, 2. ჯეიჯეი კოტცე, 3. არნო ჯეიკობსი, 4. ლუნგა ნცუბე, 5. ადრიან ალბერტსი, 6. ლინდო ნკუსანე, 7. ვერნერ გუვსი, 8. ვილემ სტეენკამპი

 სათადარიგო: 16. ჯეისონ ალექსანდერი, 17. ბენელე მტენჯანე, 18. სიფეკალე დუბე, 19. ვერნერ კუცია, 20. ტომას ბარსი, 21. ეთან ვენტცელი, 22. დილან დე ლოუ, 23. მორნე ბრანდონი, 24. დევალდ დონალდი, 25. თაბო ნდიმანდე, 26. დიეგო აპოლისი, 27. კინან ტვიგი, 28. რაინარდტ ჯონკერი, 29. ბერნარდ ვან დერ ლინდე