ბრიტანულ-ირლანდიური ლიგა 2022 წლიდან

იტალიური და სამხრეთაფრიკული ორ-ორი ფრანჩაიზი უსაქმოდ რჩება

უელსური ოსფრიზის პრეზიდენტმა რობ დევისმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიტანულ-ირლანდიური ლიგის შექმნა გადაწყვეტილი ამბავია. უკვე არსებობს სპონსორი, კერძო საინვესტიციო კომპანია CVC, რომელიც მზადაა დღესვე გაიღოს 120 მილიონი გირვანქა სტერლინგი. შეჯიბრება სტარტს 2022 წელს აიღებს

 

 

წინასწარი ინფორმაციით ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 24 გუნდი. ამათგან 13 ინგლისური კლუბი იქნება. შესაბამისად იტალიურ ბენეტონს და ზებრეს, ასევე სამხრეთაფრიკულ კინგზს და ჩიტაზს სხვა ტურნირის მოძიება მოუწევთ.

 

 

შეგახსენებთ, რომ კელტთა ლიგაში, იგივე პრო14-ში  იტალიურ და სამხრეთაფრიკულ გუნდებთან ერთად ოთხი ირლანდიური, ამდენივე უელსური და ორი შოტლანდიური კლუბი თამაშობს. ცხადია, ბრიტანულ-ირლანდიური ლიგის შექმნას კელტთა ლიგის გაუქმება მოჰყვება.