ვერცხლის მედალი სტამბულიდან

ალინა ურუშაძე წლეულს ტურნირებიდან უმედლოდ არ ბრუნდება 

ახლახან, თურქეთში საერთაშორისო ტურნირი "Bosphorus Istanvul cup -2019" გაიმართა ფიგურულ ციგურაობაში. შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძე. ქალთა შორის სენიორების კატეგორიაში 12 ქვეყნის 19 მოციგურავე მონაწილეობდა. მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე სატურნირო ცხრილში ლიდერობდა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 156,91 ქულ დააგროვა. ეს კი, საკმარისი მეორე ადგილისა და ვერცხლის მედლის მოპოვებისთვის გამოდგა.