ისკო სიტიში

მანჩესტერელები მადრიდში...

სეზონის დამთავრების შემდეგ რეალის შემტევი ისკო, სავარაუდოდ, სიტიში გადავა. ესპანური პრესა ირწმუნება, რომ ინგლისური კლუბისა და ფეხბურთელის აგენტები ერთმანეთს უკვე შეხვდნენ. ცხადია, მათ ისკოს სატრანსფერო საკითხები განიხილეს და იმ თანხის გადახდის მეთოდებზე ილაპარაკეს, რითაც რეალის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სატრანსფერო თანხა კი არც მეტი, არც ნაკლები 700 მილიონი ევრო გახლავთ. ამავდროულად მანჩესტერში მიაჩნიათ, რომ ისკოს ღირებულება 100 მილიონზე მეტი არ შეიძლება იყოს...

 

 

ხოსეპ გვარდიოლა ისკოს ტრანსფერით, თურმე, იმდენად ყოფილა დაინტერესებული, რომ ლამის ყოველდღიურად კითხულობს მოლაპარაკების ამბავს, ამასთან ერთად საკითხის მოგვარებას ზამთარშივე ითხოვს.

 

ეს კი შეუძლებელიაო, დასძენენ აგენტები. მოკლედ, გაგანია მოლაპარაკებები მიდის და ნურც ჩვენ გამოვრიცხავთ, რომ ისკო სიტის ნაახალწლევს შეუერთდეს. მას რეალთან კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს.

 

უკვე ითქვა, რომ ისკოს მადრიდელთა მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან კონფლიქტი აქვს. ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი მატჩის შემდეგ ისკომ მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა, რის შემდეგაც დაიძაბა კიდეც მათ შორის ურთიერთობა.    




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.