ოლ ბლექსი ესპანეთის წინააღმდეგ

ესპანეთის ნაკრებს სერიოზული გამოცდა ელის

ესპანეთის მორაგბეთა ნაკრები 2020 წლის მაისში ახალი ზელანდიის ნაკრებს ეთამაშება. ლაპარაკია, არა 2019 წლის მსოფლიო თასის ბრინჯაოს ამჟამინდელ მფლობელებზე, არამედ "კლასიკურ ოლ ბლექსზე". ახალი ზელანდიის ეროვნული ნაკრების ეს ვერსია დაარსდა 2007 წელს და შედგება მოთამაშეთაგან, რომლებმაც ჯერ არ დაასრულეს კარიერა, მაგრამ რომლებიც აღარ თამაშობენ ნაკრებში.

 

უკვე ცნობილია, რომ კრის მასუე და ჯო როკოკოკო გაემგზავრებიან ესპანეთში. მათ ანგარიშზე, შესაბამისად 20 და 69 კეპია ახალი ზელანდიის ეროვნულ ნაკრებში. სავარაუდოდ, სტუმრების მწვრთნელი მონპელიეს ამჟამინდელი თავკაცი ვერნ კოტერი იქნება.

 

თამაშს 29 მაისს Wanda Metropolis Stadium უმასპინძლებს, რომლის ტევადობა 68,456 კაცია.