ფეხბურთელი თუ თაღლითი?.. გაურკვეველია

დანიურმა ვიბორგმა პოლიციაში იჩივლეს და საქმეც აღიძრა თაღლითობის მუხლით. კლუბი აცხადებს, რომ სააგენტო Stellar Group-ის წარმომადგენელმა მო სინოუჰმა (ასე გაეცნოთ) მათ გაუგებარი ფეხბურთელი შეაჩეჩა.

აგენტმა ვიბორგს შესთავაზა, ჰოლანდიელი ბერნიო ვერჰაგენი ჩილეს აუდაქს იტალიანოდან მიდის  და ჩინურ კლუბში სურს გადასვლა, მანამდე კი მოკლევადიანი კონტრაქტი გაუფორმეთო. ასეც მოხდა, ვერჰაგენთან კონტრაქტი გაფორმდა.

 

Stellar Group-ი მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი საფეხბურთო სააგენტოა და ვიბორგის ხელმძღვანელობას აწყობდა მათთან მჭიდრო კონტაქტი, ამით საქმიან ურთოერთობას გაიღრმავებდნენ.

 

ფეხბურთელიც ჩავიდა ვიბორგში და ვარჯიში დაიწყო, მაგრამ მწვრთნელებიც და ხელმძღვანელებიც მიხვდნენ, რომ რაღაც ისე ვერ იყო... თანაც, მიხვდნენ იმავე დღეს. ფეხბურთელი ძალიან დაბალი დონისა იყო და ვარჯიშიდანვე გაუშვეს.

 

კითხვა გაუჩნდათ: საერთოდ იყო კი ფეხბურთელი?..

 

ვიბორგმა ამის შემდეგღა დაიწყო ვერჰაგენის კარიერის შემოწმება. დოკუმენტებით მას ნათამაშევი ჰქონდა მოლდოვურ დინამო-ავტოში და სამხრეთ აფრიკის ქეიფთაუნ სიტიში, მაგრამ კლუბებში განაცხადეს, რომ მსგავსი გვარის ფეხბურთელი არასოდეს ჰყოლიათ...

 

ბერნიო ვერჰაგენზე ზოგიერთ საფეხბურთო სტატისტიკურ საიტებზეც წაიშალა ინფორმაციები. მაგალითად, https://uk.soccerway.com/players/bernio-jordan-enzo--verhagen/619860/

 

მიდი და გაიგე...