ჩისკო და საქართველო

ეროვნული ლიგა დასრულდა და დარჩა მხოლოდ ფლეი–აუტები. თბილისის დინამო სამწელიწადნახევრიანი პაუზის მერე გახდა ჩემპიონი. ისტორიაში მე–17 ჩემპიონობა.

ჩისკო გახდა პირველი უცხოელი, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატი მოიგო ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში. ამასთან, ჩისკოსთვის არც ბომბარდირობა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელობაა უცხო. მეტიც, ბომბარდირობა და ჩემპიონობა ორ–ორჯერ მოახერხა...

 

2004 წელს ვალენსიაში უეფას თასიც მოიგო და ლა ლიგაც. რაფა ბენიტესის ვალენსიაში თერთმეტეულის კაცი არ გახლდათ, მაგრამ ზოგადად ესპანეთში ცნობადი ფიგურა იყო. ჩისკო 2011 წელს გამოჩნდა საქართველოში. დინამოს დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ჩამოიყვანა – იმ დროს 30 წლისა გახლდათ, მაგრამ სამწელიწადნახევრის განმავლობაში ყველაფერი მოიგო და ცოტანი თუ შეგვეკამათებია: ასეთ ლეგიონერს ჩვენს ჩემპიონატში არასოდეს უთამაშია. ყოველ შემთხვევაში, ასე არავის მოუხდენია გავლენა.  

 

საინტერესო ფაქტები: გიორგი პაპავა და ჩისკო ერთად თამაშობდნენ, ჩემპიონები გახდნენ 2013 და 2014 წლებში. მოკლედ, პაპავამ მესამედ მოიგო ელიგა.

 

მარჯვენა მცველი ნოდარ იაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი: შარშან საბურთალოში მოახერხა.

 

გიორგი კუხიანიძე, ლევან კუტალია, გიორგი ქიმაძე – მათ საერთო ის აქვთ, რომ 2017 წელს ქუთაისის ტორპედოში იზეიმეს ჩემპიონობა და ამჯერად, დინამოში. ასევე, მათე კვირკვიაც იყო მათთან ერთად. კვირკვიამ დინამოს მაისურით მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა წლევანდელ ელიგაში.

 

დინამოს მაისურით მეორედ გახდა ჩემპიონი გიორგი ზარია. პირველად ეს იყო 2016 წელს.    

 

დანარჩენები კი პირველად გაჩემპიონდნენ.