კიდევ ერთი ლამაზი ტურნირი

საქართველოს ეროვნულმა ფედერაცია „სპორტი ყველასთვის“ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობით, კიდევ ერთი დასამახსოვრებელი ღონისძიება მოაწყო.

 

გასართობ ცენტრ ბოლრუმში მასმედიის წარმომადგენლებისგან და სპეციალურად მოწვეული სტუმრებისგან შეკრულმა გუნდებმა ორჭიდში (ბოულინგი, მაგიდის ჩოგბურთი) საუკეთესოს ვინაობა გამოავლინეს.

 

ტურნირში ჩაერთო 18 გუნდი.

 

ბოულინგში 3 მონაწილისგან შემდგარი გუნდები თამაშობდნენ. თითო ფრეიმი, რომლის შემდეგაც 6 საუკეთესო გუნდი ფინალში გადავიდა.

 

 

მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი ოლიმპიური სისტემით გაიმართა და მასში მონაწილეობა შეეძლო ყველას. თითო გუნდიდან - თითო მონაწილეს.

 

საბოლოოდ, ბოულინგში საუკეთესო - 24 საათის ფავორიტი გუნდი გახდა. აღნიშნულ სახეობაში მრავალგზის ჩემპიონმა ორ ფრეიმში საშუალოდ 490 ქულა დააგროვა და დამაჯერებლად აიღო პირველი ადგილი.

 

 

მაგიდის ჩოგბურთში ჩემპიონი ჩვენი კოლეგა, ლაშა გოდუაძე გახდა, რომელმაც მთელი ტურნირის განმავლობაში ყველაზე სტაბილურად ითამაშა.

 

ორჭიდის ჯამში ჩემპიონობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს გუნდმა მოიპოვა. 24 საათი გავიდა მეორე ადგილზე, მესამეზე - გუნდი მგზავრები.

 

 

ბოულინგში ფინალში აღებული 175 ქულით პირველ ადგილზე გავიდა 24 საათის ლიდერი იმედა ფაჩუაშვილი.

 

ფინალებამდე მონაწილეებმა გემრიელი კერძები დააგემოვნეს. ტურნირი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. პრიზები დააწესა „ახალშენი 2005“-მა, რომელმაც გამარჯვებულებს ძვირფასი საახალწლო საჩუქარი გადასცა ღვინის და კონიაკის ნაწარმის სახით. ტრადიციულად, პარტნიორობა გაგრძელდა კომპანია ზედაზენთან“ რომელმაც ტურნირი გამაგრილებელი სასმელებით უზრუნველყო.