პოჩეტინო: ახალი პროექტებისთვის მზად ვარ

მაურისიო პოჩეტინომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

ტოტენჰემიდან ახლად გათავისუფლებულმა არგენტინელმა სპეციალისტმა, მაურისიო პოჩეტინომ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

"ჩემს გარშემო უამრავი საინტერესო პროექტია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტოტენჰემში დაუვიწყარი 5 წელი გავატარე, ვცდილობ გონება დავასვენო. ამ ეტაპზე ახალი შესაძლებლობა და მოტივაცია მსურს. ახლა სამშობლოში ოჯახთან ერთად ვისვენებ. ევროპაში დაბრუნებას აუცილებლად ვაპირებ, რადგან აქ, არგენტინაში საკუთარი თავი არ წარმომიდგენია.

 

უახლოესი დღეების განმავლობაში სიმშვიდეს შევინარჩუნებ და ახალ შემოთავაზებებს დაველოდები. ჩემს ასაკში ენერგიის აღდგენას დიდი დრო არ სჭირდება - ახალი პროექტებისთვის მზად ვარ", - განაცხადა პოჩეტინომ.