სონი წლის აზიელია

ტოტენჰემის შემტევმა პირველობა არავის დაუთმო

2019 წლის საუკეთესო აზიელ ფეხბურთელად ტოტენჰემის ნახევარმცველი სონი დაასახელეს. ეს ინფორმაცია აზიური ფეხბურთის კონფედერაციის საიტმა გაავრცელა. ლონდონელთა შემტევმა წლის აზიელის ტიტული მესამედ მიიღო. აღნიშნული ჯილდო მან 2015 და 2017 წლებშიც მოიგო.

 

27 წლის ფეხბურთელი ტოტენჰემში 2015 წლის ზაფხულში ლევერკუზენის ბაიერიდან გადავიდა. იგი მალე გუნდის ერთერთ წამყვან მოთამაშედ იქცა და გულშემატკივართა სიმპატიებიც დაიმსახურა. ამ სეზონში სონმა დეზების მაისურით 18 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.