სულშერმა ბარსელონას ფეხბურთელი მოინდომა

მანჩესტერელებს ამბიციური სატრანსფერო გეგმები აქვთ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა მოახლოვდა და გუნდებმა ფეხბურთელების დამატებაზე დაიწყეს ფიქრი. ამ მხრივ გამონაკლისი არც მანჩესტერია. ბრიტანული პრესის ცნობით, სულშერის გუნდი იანვარში ბარსელონადან არტურო ვიდალის გადაბირებას შეეცდება.

 

ბლაუგრანას დატოვება წესით თავად ფეხბურთელსაც უნდა აწყობდეს, რადგან ესპანურ გრანდში ცოტა სათამაშო დრო ეძლევა. ამ სეზონში ჩილელმა ძირითადში მხოლოდ 4-ჯერ დაიწყო. აქვე გეტყვით, რომ გამოცდილი საყრდენის ფასი 15 მილიონი ევროა. 

 

ვიდალი ბარსელონაში შარშან ზაფხულში მიუნხენის ბაიერნიდან გადავიდა. ამ სეზონში არტურომ კატალონიელთა მაისურა 14-ჯერ მოირგო და 4 გოლი გაიტანა.

 

რაც შეეხება მანჩესტერს, ვიდალის გარდა ბრიტანულ გრანდს კრისტიან ერიკსენის, პაულო დიბალას და კალიდო კულიბალის დამატებაც სურს.