ტორონტო გუნდია

სადაც უმატებს ფრედი კრიუგერი, რომელიც გვარად ვანვლიტია. 

კავაი ლეონარდის წასვლით ტორონტო დასუსტდა. მოქმედი ჩემპიონი საუკეთესო ორმხრივი მოთამაშის გარეშე დარჩა. და, იცით? ტორონტო მილუოკის შემდეგ აღმოსავლეთის საუკეთესო გუნდია.

ტორონტო ლიგაში ყველაზე მაგარი პროცენტით ასრულებს სამიანებს. პლიუსი.

ტორონტომ შეინარჩუნა მოტივაცია და ახალი, ძველი შემადგენლობა არ იმჩნევს ლიდერის წასვლას. დიდი პლიუსი.

ტორონტომ რეგულარულის მსვლელობისას უკვე დაკარგა რამდენიმე ლიდერი და მაინც იგებს. ყველაზე დიდი პლიუსი.

ეს ტორონტო გუნდია.

სადაც თამაშობს პასკალ სიაკამი (25.6 ქულა, 8.4 მოხსნა, 4.0 პასი). და, ბიჭი უკვე მონსტრია.

სადაც უმატებს ფრედი კრიუგერი, რომელიც გვარად ვანვლიტია. 18.6 ქულით და 7.5 პასით. ძალიან კარგი სტატისტიკა.

სადაც მარკ გასოლი საერთოდ აღარ ერთვება შეტევაში და მაინც დიდი კონტრიბუცია მოაქვს გუნდისთვის (6.1 ქულა, 6.5 მოხსნა). ესპანელი დაცვაში კედელია.

სადაც ნორმან პაუელს (12.8 ქულა, 3.8 მოხსნა, 1.6 პასი) ამ სამ მაჩვენებელში დიდი პროგრესი აქვს. ძალიან კარგი ბიჭია.

და, ეს ტორონტო რეალური გუნდია.

ლიდერებით.

გულით.

ლტოლვით. და ფეხებს შუა მამაცი ინსტრუმენტით, რომელიც ჩემპიონობისთის აუცილებელია.