ცნობილია 2019 წლის ოქროს ბურთის მფლობელი

ცნობილია France Football-ის ოქროს ბურთის მფლობელი

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში France Football-ის ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართა. წელს, აღნიშნული ჯილდო  ლიონელ მესის გადაეცა. მან ორ მთავარ კონკურენტს, კრიშტიანუ რონალდუს და ვირჯილ ვან დეიკს აჯობა.

 

არგენტინელმა ბარსელონასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო და 36 გატანილი გოლით ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გარდა ამისა, არგენტინელი ბარსელონასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, სადაც ორმატჩიან დაპირისპირებაში ლივერპულთან დამარცხდა. მესიმ ამ ტურნირზე 12 გოლი გაიტანა და აქაც საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

 

ოქროს ბურთის ნომინანტთა ფინალური ათეული ასე გამოიყურებოდა: ალისონ ბეკერი, სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); კილიან მბაპე (პსჟ); რიად მაჰრეზი, ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი); რობერტ ლევანდოვსკი ( მიუნხენის ბაიერნი); კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი); ლიონელ მესი (ბარსელონა); ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული).

 

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ვინაობაც გახდა ცნობილი - ამ ნომინაციაში პირველობა მატიას დე ლიხტმა არავის დაუთმო. ჰოლანდიელი მცველის ოპონენტები იყვნენ: ანდრეი ლუნინი (რეალი; ვალიადოლიდი); კან ინ ლი (ვალენსია); სამუელ ჩუკვუეზე (ვილიარეალი); მოიზე კინი (იუვენტუსი; ევერტონი); ვინისიუს ჟუნიორი (რეალი); მატეო გენდუზი (არსენალი); კაი ჰავერცი (ლევერკუზენის ბაიერი); ჟოაო ფელიქსი (ბენფიკა; ატლეტიკო); ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდის ბორუსია).

 

 

წლის საუკეთესო მეკარე და ლევ იაშინის ტიტულის პირველი მფლობელი ლივერპულის მეკარე, ალისონ ბეკერი გახდა. ბრაზილიელმა მეკარემ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 21 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

 

 

საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ამერიკელი მოთამაშე, მეგან რაპინო დასახელდა. მან აშშ-ის ნაკრებთან ერთად წელს ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.