შვეიცარიელს სამშობლოში დააფასებენ
როჯერ ფედერერს შვეიცარიულ ფრანკზე გამოსახავენ. ამის შემდგომ იგი პირველი შვეიცარიელი იქნება, რომელსაც სამშობლოში სიცოცხლეშივე ასე დააფასებენ. ცნობილია, რომ 38 წლის სპორტსმენს იანვრიდან 20 ფრანკიან მონეტაზე იხილავენ, მაისიდან კი 50-იანზეც.
Has @tegasupreme heard??
Roger Federer to become first living person to be celebrated on Swiss coins https://t.co/OHiIxvZJyT
არახალია, რომ ფედერერი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. კარიერის მანძილზე მან 102 ტიტულს მოუყარა თავი. აქვე გეტყვით, რომ შვეიცარიელი ამჟამად მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახლავთ.