ვან დეიკი: ძნელია ოქროს ბურთის მოგება, როცა რონალდუ და მესი თამაშობენ

მიზანთან ახლოს ვიყავი, თუმცა სამწუხაროდ უპირატესობა სხვას მიანიჭეს

პარიზში გამართულ ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ლეო მესის გადაეცა, მეორე ადგილზე კი ვირჯილ ვან დეიკი გავიდა. ამ თემაზე თავად ჰოლანდიელმა ისაუბრა.

 

"მესიმ ოქროს ბურთი მეექვსედ მოიგო, ის დიდ პატივისცემას იმსახურებს. რაც შემეხება მე, მიზანთან ახლოს ვიყავი, თუმცა სამწუხაროდ უპირატესობა სხვას მიანიჭეს.

 

ჩემი მიღწევებით ვამაყობ, იმედია ოქროს ბურთს ერთ დღეს მეც მოვიგებ, თუმცა ამის გაკეთება ძნელია, როცა რონალდუ და მესი თამაშობენ,"-თქვა ჰოლანდიელმა.