როცა მამამ მე-6 ოქროს ბურთი მოიგო (ვიდეო)

მესის ვაჟმა მამის მე-6 ოქროს ბურთი მხიარულად აღნიშნა

ბარსელონას კაპიტანი, ლიონელ მესი, რიგით მე-6 ოქროს ბურთის მფლობელი გახდა. არგენტინელის უმცროსმა ვაჟმა, მატეომ, მამის წარმატება ასე მხიარულად აღნიშნა.


 

ოქროს ბურთების რაოდენობით, ბარსელონას შემტევი პირველ ადგილზე გადავიდა. ამ მაჩვენებლით, მან იუვენტუსის შემტევს, კრიშტიანუ რონალდუს აჯობა. შეგახსენებთ, რომ ლეგენდარულ პორტუგალიელს 5 ოქროს ბურთი აქვს.


აქამდე მესიმ ეს ჯილდო 2009, 2010, 2011, 2012 და 2015 წლებში მიიღო.