დროგბა: მბაპემ ოქროს ბურთი 4-ჯერ უნდა მოიგოს

ჩელსის ლეგენდამ ახალგაზრდა ფრანგ ფორვარდზე ისაუბრა

ჩელსის ყოფილმა ფორვარდმა, დიდიე დროგბამ, კილიან მბაპეზე ისაუბრა. დიდიე ოქროს ბურთის საპატიო ელჩის წოდებას ატარებს.

 

"როდესაც მესის 6 ოქროს ბურთი გამოიტანეს, კილიანის მზერა კარგად დავაფიქსირე, რა დროსაც მას თვალი ჩავუკარი და ვუთხარი, რომ მან ოქროს ბურთი 4-ჯერ უნდა მოიგოს. მბაპესთვის ეს ნამდვილი გამოწვევაა", - განაცხადა კოტდივუარელმა.

 

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს France Football-ის ვერსიით, მბაპე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა. ოქროს ბურთის მიმდინარე დაჯილდოებაზე ფრანგმა შემტევმა მე-6 ადგილი დაიკავა.