არველაძის ფახთაქორში ხმაურიანი ტრანსფერი მზადდება

თურქული პრესის ცნობით, გადაწყვეტილია, რომ შოთა არველაძის გაწვრთნილ ფახთაქორში ცნობილი ფორვარდი გადავა.

საუბარია ტოგოელ ემანუელ ადებაიორზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ინგლისურ პრემიერლიგაში ერთ-ერთ უძლიერეს თავდამსხმელად მიიჩნეოდა. მერე მადრიდის რეალშიც იყო.

 

ადებაიორი 35 წლისაა. ბოლო სამი წელია, თურქულ გუნდებში თამაშობს. ბოლოს ქაისერისფორში გახლდათ. ამ კლუბს ადრე შოთა წვრთნიდა. 

 

არველაძის ფახთაქორმა, როგორც იცით, უზბეკეთში ჰეთ-თრიქი შეასრულა: ჩემპიონობაც მოიპოვა, თასიც აიღო და ლიგის თასიც.