ტერმინატორი

ლეიკერსის გადამწყვეტი გაქცევა ზედიზედ ორი სამიანით რაჟონ რონდომ დაიწყო. 

თუ ლებრონ ჯეიმსი ტრანსფორმერია, ენტონი დევისი - ტერმინატორი. რომელიც დედამიწაზე რეალური მისიით ჩამოვიდა - ლებრონთან ერთად ჩემპიონი გახდეს.

მექანიკური ჯეკპოტის მოხსნა ბიჭებმა ამ სეზონის პირველივე თამაშებიდან დაიწყეს.

კლიპერსი გაილახა მილუოკიში და ოდნავ გვიან, ლეიკერსმა პორტლენდი პორტლენდში ატირა. 136:113.

პორტლენდმა წააგო და ტრავმის გამო სასტარტო ხუთეულის კარგი ბიჭი - როდნი ჰუდი დაკარგა. დიდი მინუსი ხანგრძლივი დისტანციისთვის. ჰუდმა მყესები გაიწყვიტა. შანსია, რომ ბიჭი სეზონის ბოლომდე ვერ დაბრუნდეს.

ორი ტექნიკურით გააგდეს პორტლენდის მთავარი მწვრთნელი ტერი სტოტსი. პირველად. კარიერაში. სტოტსის გუნდისთვის ეს არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი. ლეიკერსი ყველა შემთხვევაში გადახსნიდა ტრეილ ბლეიზერსს.

ტერმინატორმა ცივად აიღო 39 ქულა. და, 9 მოხსნა.

ლებრონ ჯეიმსმა მორიდებულად წამოიღო 31 ქულა, 8 პასი და 7 მოხსნა. MVP.

და, ლეიკერსმა გასვლაზე ზედიზედ მე-11 გარჩევა მოიგო. ლეიკერსი საუკეთესო გუნდია. ალბათ, იმ მონსტრის მილუოკისთან ერთად.

ბოლო მეოთხედში პორტლენდი 27 ქულასაც აგებდა, ლეიკერსი უკვე ერთობოდა და კალიფორნიამ გარეპა.

თამაშის დაწყებამდე ლებრონი კარმელო ენტონისთან მივიდა. მოეფერა, მიულოცა კარგი დაბრუნება და თამაშის დაწყებამ ეს მეგობრობა მოკლა. ლებრონმა კარმელო მოკლა. ენტონიმ 13/4 სროლა გამოიყენა, დაუშვა 4 შეცდომა და მიიღო 4 ფოლი. კარგი ბიჭის ცუდი სტატისტიკა.

ლეიკერსის გადამწყვეტი გაქცევა ზედიზედ ორი სამიანით რაჟონ რონდომ დაიწყო. და, ლებრონის ბენდი 15:0 გაიქცა. დიდ შესვენებამდე დევისს უკვე 25 ქულა აქვს. დანარჩენს ლებრონმა მიხედა

ლეიკერსი ჯერ სხვა დონეზეა.

ლებრონიც. დევისიც.