დონჩიჩი მაიკლ ჯორდანთან

დონჩიჩის გამოფენა რეგულარულის ბოლომდე გრძელდება. 

დალასი ლუკა დონჩიჩია. თვეში ორჯერ კლავს კრისტაფს პორჟინგისიც და მთავარი მწვრთნელი რიკ კარლაილი ყველა მოთამაშეს ენდობა. უბრალოდ, დალასი ამ პატარა ჯადოქრის გუნდია და დალასი ფლეი ოფს უხალოვდება. თუ ლუკა ტრავმას არ მიიღებს, დალასი იქ, ფლეი ოფში შევა.

ბოლო ტესტში, დალასმა გადაკეცა ნიუ ორლეანზი. 130:84.

დალასმა იკაიფა დონჩიჩით და ლუკამ იკაიფა კალათბურთით. ამ სეზონში ეს თითქმის ყველა მატჩში მოდის. დალასმა დაკარგა დირკ ნოვიცკი და დალასმა მიიღო ბავში, რომელიც უკვე რეალური ცივი იარაღია. უფრო ლეტალური, ვიდრე ჰარი კელაჰენის მაგნუმი. უფრო რეალური, ვიდრე - ჯონ რემბოს კბილებიანი დანა. უფრო რეალური, ვიდრე - ჯეტ ლის სისწრაფე.

დონჩიჩი დროს უსწრებს.

დონჩიჩი ცუდი გუნდით მკვლელ კალათბურთს ყომარობს და ლუკა მოუმატებს.

დონჩიჩმა 28 ქულა 26 წუთში დასვა. აკრიფა 9 პასი. 6 მოხსნაც. იყო კრეატიული და ელეგანტური. იყო დაუნდობელი და დალასის მფლობელი მარკ კიუბანი ნირვანაში, ასტრალურ ძილშია. ის ბევრ ფერს და დაუსრულებელ ზღაპარს ხედავს.

დონჩიჩმა ზედიზედ მე-18 ჩეხვაში დასვა მინიმუმ 20 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი. ლუკამ მაიკლ ჯორდანის შედეგი გაიმეორა (1986/1987) და უახლოვდება ოსკარ რობერტსონის რეკორდს - 29.

ლუკა რეკორდებს აგროვებს და არ იცის, რომ აგროვებს. უბრალოდ, ასე ხდება.

დალასმა სოლიდური კონტრიბუცია ლატვიელისგან (13) და პირველ რიგში, ბობან მარიანოვიჩისგან მიიღო. ბობანმა ჯონ უიქთან წაგებული ჩხუბის შემდეგ 15 ქულით და 16 მოხსნით ამ რეგულარულის პირადი რეკორდები დაამყარა.

დალასი არ გაჩერდება.

დონჩიჩის გამოფენა რეგულარულის ბოლომდე გრძელდება. ლუკა მალე ახალ ტილოებს გამოიტანს.

მე მიყვარს NBA.