თასი აიღო და წავიდა

 

ჭიაბრიშვილმა საბურთალო გორში დატოვა

გიორგი ჭიბრიშვილმა საბურთალოსთან ერთად საქართველოს თასიც მოიპოვა და გუნდი დატოვა...

 

ჩემთვის ბოლო თამაში იყოო, ესმან გორში, ლოკომოტივის 3:1 დამარცხების შემდეგ თავად თქვა.

 

გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით საბურთალო შარშან საქართველოს ჩემპიონი გახდა, დღეს კი საქართველოს თასს დაეუფლა. ორივე ტიტული საბურთალომ პირველად მოიპოვა.

 

„ამ ეტაპზე ვიცი, რომ შემდეგ წელს გუნდში აღარ ვიმუშავებ. აქ ექვსი წლის განმავლობაში გუნდთან ერთად დიდი გზა გავიარე, მოვიპოვეთ თასი და ჩემპიონობა დასაბურთალო პირნათელმა დავტოვე, აქ კი აღარ დავრჩები. დროა, წავიდე სახლში და დავისვენო.“ - უთხრა ჭიაბრიშვილმა საქართველოს პირველ არხს.

 

აუცილებლად სათქმელია, რომ გიორგი ჭიაბრიშვილი საბურთალომდე, 2012 წელს ზესტაფონის მწვრთნელი გახლდათ და გუნდი იქაც ჩემპიონობამდე მიიყვანა.

 

გამარჯვებული წასვლა ყოველთვის უფრო ლამაზია...