ანდრო ზინჩენკო მსოფლიოს ჩემპიონია

სამი მედალი ნურსულთანიდან

ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარ, მსოფლიოს ჩემპიონატზე კიოკუშინკაი კარატეში KWU ვერსიით, ისტორიულ გამარჯვება მოიპოვა ქართველმა სპორტსმენმა, ევროპის სამგზის ჩემპიონმა კონტაქტურ კარატეში  ანდრო ზინჩენკომ.

 

 65 კგ. კატეგორიაში, ფინალურ ორთაბრძოლაში რუს სპორტსმენთან გამარჯვების შემდეგ ის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

 

60კგ. კატეგორიაში ვერცხლის მედალი სერგო მოვსესიანმა მოიპოვა, ხოლო მძიმე +95კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ყამარაული ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

 

შეგახსენებთ, რომ  მომოვალ წელს ევროპის ჩემპიონატს კონტაქტურ კარატეში 4-5 აპრილს თბილისი უმასპინძლებს.