მანჩესტერი სოლსკიაერს ანდეს

სეზონის ბოლომდე გუნდს ოლე გუნარ სოლსკიაერი უხელმძღვანელებს

მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ ჟოზე მოურინიო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა. თავიდან იწერებოდა, რომ სეზონის ბოლომდე გუნდს იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი, მაიკლ კერიკი ჩაიბარებდა, თუმცა როგორც ჩანს ასე არ მოხდება.

 

BBC-ში დაიწერა, რომ მაისამდე წითელ ეშმაკებს ოლე გუნარ სოლსკიაერი უთავკაცებს. ნორვეგიელისთვის იუნაიტედი უცხო არაა. საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლები ფორვარდმა სწორედ ოლდ ტრაფორდზე გაატარა. მანჩესტერელთა ღირსებას იგი 1996-2007 წლებში იცავდა.

მაცესტერმა ოფიციალურად დაადასტურა სოლსიაერის დანიშვნა:



 

რაც შეეხება ნოერვეგიელის სამწვრთნელო კარიერას, 45 წლის სპეციალისტი მანჩესტერის ახალგაზრდულ გუნდს (2008-11), მიოლდეს (2011-14), კარდიფს (2014), კლაუსენენგეს ახალგაზრდულ გუნდს (2014-16) და შემდეგ ისევ მიოლდეს წვრთნიდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერის ყოფილ ფორვარდს, გუნდის თავკაცად დანიშვნა ნორვეგიის პრემიერმინისტრმა, ერნა სოლბერგმა მიულოცა.