ჯანო – სპარტაკი სრულდება

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ჯანო ანანიძე იანვარში დატოვებს მოსკოვის სპარტაკს.

 რუსული პრესის ცნობით, სპარტაკი ორ ფეხბურთელს – ანანიძესა და აიაზ გულიევს დაემშვიდობება.    

 

ფაქტია, ჯანოს სპარტაკში საქმე ვერ აეწყო. ხშირი პრაქტიკა არ აქვს და სჯობს ისეთ კლუბში გადავიდეს, სადაც მეტად ენდობიან.

 

უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ანანიძე პროფესიონალურ ფეხბურთშია და მხოლოდ რუსულ კლუბებში აქვს ნათამაშევი: სპარტაკში, როსტოვსა და კრილიაში.