კვიცი გვარზე ხტის

რონალდუმანია ტურინში

იუვენტუსის 9 წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა ბავშვთა Cavour-ის ტურნირი მოიგო. ჭაბუკმა ტურინელებმა ფინალში ჩიერი 3:2 დაამარცხეს.

 

აღნიშნული ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუს შვილი, რონალდუ უმცროსი დაასახელეს, რომელმაც გათამაშებაში 3 გოლი გაიტანა. საერთოდაც 9 წლის რონალდუ მამის მსგავსად გოლების გატანის ნიჭითაა დაჯილდოვებული. იუვეს ბავშვთა გუნდს იგი შარშან ზაფხულში შეუერთდა და პირველ სეზონში 28 მატჩში 58 გოლი გაიტანა.

 

 

აი უფროსი რონალდუს საქმეები კი მთლად კარგად არაა. 34 წლის ფეხბურთელმა ამ სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. ცნობილია ისიც, რომ კრიშტიანუს მაურისიო სარისთან არცთუ ისე სასიამოვნო ურთიერთობა აქვს.