ხამესი ინგლისში?

პრემიერლიგაში თამაში თავად ფეხბურთელს სურს

როგორც ჩანს ხამეს როდრიგესი კვლავ რეალიდან წასვლაზე ფიქრობს. კოლუმბიელ შემტევს ცოტა სათამაშო დრო ეძლევა, რითიც ბუნებრივია უკმაყოფილოა.

 

არახალია, რომ ხამესით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული. ბოლო ინფორმაციით, თავად ფეხბურთელს მანჩესტერში გადასვლა სურს. როგორც ცნობილია, ბლანკოსის ნახევარმცველს პრემიერლიგაში თამაში უნდა და ამიტომაც ფიქრობს მანკუნიელთა მაისურის მორგებაზე.

 

28 წლის ფეხბურთელი რეალში 2014 წლის ზაფხულში მონაკოდან გადავიდა. წინა 2 სეზონი იგი ბაიერნში იყო განათხოვრებული, დღეს კი კვლავ სამეფო გუნდის ღირსებას იცავს. აგვისტოდან მოყოლებული ხამესმა 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.