20 910$ გატეხილ ჩოგანში

უილიამსის გატეხილი ჩოგანი 20 910 დოლარად გაიყიდა. 

2018 წელს, ამერიკის ღია პირველობის ფინალში ერთმანეთს სერენა უილიამსი და ნაომი ოსაკა დაუპირისპირდნენ. ორსეტიანი შეხვედრა ახალგაზრდა იაპონელის გამარჯვებით დასრულდა (6:2; 6:4).

 

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, უილიამსმა ემოციები ვერ მოთოკა, საკუთარი ჩოგანი ძირს დაანარცხა და გატეხა. დაზიანებული ჩოგანი ბურთის მომტანმა ბიჭმა, ჯასტინ არინგტონ-ჰოლმსმა წაიღო და ერთ-ერთ საკომისიო მაღაზიაში 500 ევროდ გაყიდა, რის შემდეგაც ის სხვა ადამიანმა შეიძინა და აუქციონზე განათავსა.

 

მომენტის ამსახველი ვიდეო

 

 

გატეხილი ჩოგნის ფასმა აუქციონზე საგრძნობლად მოიმატა - ის 20 910 დოლარად გაიყიდა.