როკ ენ ტონი

27.5 ქულა, 9.0 მოხსნა, 8.5 პასი, 4/3 მოგებული თამაში. ჯიმიმ დაგლიჯა.

ლეიკერსის ფორვარდი ენტონი დევისი და მაიამის ლიდერი ჯიმი ბატლერი კვირის მოთამაშეები გახდნენ.

დევისი კალიფორნიაში მუღამით თამაშობს. დევისი კალიფორნიაში ლებრნონის კონსპექტებით თამაშობს. დევისი კალიფორნიაში კლავს. დევისი კალიფორნიაში ლებრონთან ერთად ყველაზე მძიმე რითმ-სექციას ქმნის, რომელიც ლეიკერსის მუსიკას განსაკუთრებულ სიმკვრივეს აძლევს.

ლეიკერსმა წინა კვირის ოთხივე თამაში წამოიღო და დევისი საშუალოდ 35 ქულას, 8 მოხსნას და 2 დაფარებას იღებდა. არარეალური სტატისტიკა. იქვე ცეკვავდა ლებრონი, მაგრამ დევისმა ეს აღიარება დაიმსახურა.

ლოს ანჯელესში ახალი მიმდინარეობა ფეთქავს - როკ ენ ტონი.

ფლორიდაში ბატლერი ქმნის, ასრულებს, იღებს დამსახურებულ აღიარებას. ინოვატორ ერიკ სპოელსტრასთან ერთად, ჯიმი არ ერიდება ჟღერადობაში ახალი ელემენტების შეტანას.

ბატლერი გრანჯია, რომელიც ეპიზოდურად მძიმე მოსასმენია, მაგრამ ხმაურის უკან იმპროვიზაცია და ცივი გათვლაა.

27.5 ქულა, 9.0 მოხსნა, 8.5 პასი, 4/3 მოგებული თამაში. ჯიმიმ დაგლიჯა.

ამერიკული ვუდსტოკი კიდევ ორი საინტერესო შემსრულებლით ფერადი გახდა.

ვუდსტოკზე წამოიღო. მალე, ჰედლაინერები წამოვლენ.