გოგოს წესიერად ელაპარაკე, ძმაო!.. (+Video)

სკანდალით დასრულდა ესპანეთის ერთ–ერთი ქვედა ლიგის მატჩი, ჩილეგუასა და ხანდიას შორის. გუნდების სახელები არაფერს გეუბნებათ, მაგრამ ბოლო წუთებზე ასეთი რამ მოხდა... 

16 წლის გოგონა იყო გვერდითი მსაჯი, რომელსაც ერთი გულშემატკივარი მამაკაცი გადაეკიდა და აგინებდა.

 

მოედანზე გუნდური ჩხუბი მოხდა, ამ დროს კი ის გულშემატკივარი გადმოხტა და გოგონას ემუქრებოდა – გაუპატიურებითაც ემუქრებოდა. მთავარმა არბიტრმა ხონათან ალმეიდამ კი წერილობით ოქმში ასე დაწერა:

 

„ერთ–ერთი ქომაგი აგინებდა გვერდით მსაჯ გოგონას, თუ დაგიჭერ, გაგაუპატიურებ და ყბას მოგტეხავო. რამდენიმე ფეხბურთელმა ის ქომაგი გაიყვანა და დამშვიდებისკენ მოუწოდა“.      

 

შემდეგ ეს აგრესიული ქომაგი პოლიციამ დააკავა.