ტრადიცია და დღევანდელობა... არაგვი გადავიდა

გაიმართა ეროვნული ლიგა2–ში მოსახვედრი ფლეი–ოფის საპასუხო მატჩები. ორივე მესამელიგელმა აჯობა მეორელიგელს: დუშეთის არაგვი და წყალტუბოს სამგურალი გადავიდნენ.

სამგურალმა პირველივე შეხვედრაში მოხსნა საკითხი, როცა ფოთის კოლხეთს სტუმრად 3:0 მოუგო. დღეს კი შინ ორმაგად გაამწარა და 6:0 სძლია... საერთო ჯამში 9:0. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი სამგურალი ლიგა2–ს დაუბრუნდა.

 

აი, მოულოდნელობა მოხდა მეორე შეხვედრაში. ლაჩხუთის გურიას სტუმრად 1:0 ჰქონდა მოგებული დუშეთის არაგვთან, შინ კი 0:2 წააგო... არაგვს ლადო ბურდული წვრთნის. პირველი გოლი ნიკოლოზ ხინთიბიძემ გაიტანა, როცა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა.

 

საქმე დამატებით დროში გადავიდა და არაგვმა იმარჯვა. გიორგი ჩიკვაიძის ჩაწოდებულს გიორგი სამადაშვილის თავური მოჰყვა და 0:2.      

 

კოლხეთი და გურია – ორი ტრადიციული კლუბი მესამე ლიგაში... არაგვსა და სამგურალს მივულოცოთ!

 

გურია – არაგვი 0:2

 

გოლები: 0:1 ხინთიბიძე (35), 0:2 სამადაშვილი (103)

 

სამგურალი – კოლხეთი 6:0

 

გოლები: 1:0 აფხაზავა (25), 2:0 კუჭუხიძე (42), 3:0 ს.კუხიანიძე (67), 4:0 ახვლედიანი (69), 5:0 ს.კუხიანიძე (78), 6:0 გაზდელიანი (87)