პსჟ-მ ნეიმარი შეაფასა

ტუხელის გუნდი ბრაზილიელის გაყიდვას აპირებს

პსჟ მზადაა ზაფხულში ნეიმარს შეელიოს. Marca-ს ინფორმაციით, ფრანგები ყველა იმ წინადადებას განიხილავენ, სადაც ბრაზილიელის სანაცვლოდ მინიმუმ 180 მილიონ ევროს შესთავაზებენ. შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის ჩემპიონების დატოვება თავად ფეხბურთელსაც სურს.

 

27 წლის შემტევი გუნდის დატოვებასთან ამ ზაფხულშიც ახლოს იყო, თუმცა მისი ბარსელონაში გადასვლა ჩაიშალა. კატალონიელები ბრაზილიელის გადაბირებას სავარაუდოდ მომავალ წელსაც შეეცდებიან.

 

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წელს 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ამ სეზონში ფეხბურთელმა 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.