მსოფლიო რაგბი ქართველის ბრწყინვალე ლელოს იხსენებს

სოსო მათიაშვილისთვის დრო გაჩერდა - World Rugby

"მსოფლიო რაგბის" ფეისბუქ გვერდმა კანადის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების უკანახაზელის სოსო მათიაშვილის დადებული საოცარი ლელო გაიხსენა. 

 

2017 წლის 11 ნოემბერს, თბილისში, დინამო არენაზე ბორჯღალოსნებმა ნეკერჩხლებს ტესტ-მატჩში უმასპინძლეს და 55:22 დაამარცხეს. იმ შეხვედრის მთავარი გმირი 25 წლის ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც ორი ლელო დადო და სარეკორდო - 34 ქულა მოაგროვა. 

 

"მსოფლიო რაგბის" გვერდი მათიაშვილის შესახებ წერს: "გახსოვთ ეს ეპიკური ლელო? ქართველი სოსო მათიაშვილისთვის დრო გაჩერდა, როდესაც მან ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ლელო დადო"

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.