საქართველო 6 ერშია

3 წლის წინ, მან რაგბი ევროპის მესამე დივიზიონიდან დაიწყო, გაისად  კი, ევროპული რაგბის მწვერვალზე აღმოჩნდება

2019 წელს, საქართველო მოჯადოებული 6 ერის კარს შეაღებს. პირველად ექვსი ერის სტრუქტურაში, სადაც ინგლისის, საფრანგეთის, ირლანდიის, უელსის, შოტლანდიისა და იტალიის კაცთა, ქალთა და 20-წლამდელთა ნაკრებები თამაშობენ, არა ამ ქვეყნების წარმომადგენელი გამოჩნდა და ის ქართველი მსაჯი - ნიკა ამაშუკელია.

 

ქართველი არბიტრის კარიერული წინსვლა თავბრუდამხვევი ტემპებით მიმდინარეობს. 3 წლის წინ, მან რაგბი ევროპის მესამე დივიზიონიდან დაიწყო, გაისად  კი, ევროპული რაგბის მწვერვალზე აღმოჩნდება.

 

მსაჯი თამაშის ისეთივე შემადგენელი ნაწილია, როგორც მოთამაშე და მსაჯების განვითარების გარეშე რაგბის განვითარებაზე და წინსვლაზე საუბარიც არ შეიძლება. 

 

მოკლედ, ნიკა ამაშუკელი 2019 წლის 9 მარტს, ინგლისში, მასპინძელთა და იტალიელთა 20-წლამდე ნაკრებების მატჩის ცენტრალური მსაჯი იქნება.