მანჩესტერს კონტეც დაუკავშირეს

მანჩესტერის სავარაუდო მწვრთნელთა სიას, ანტონიო კონტეც მიემატა

მანჩესტერ იუნაიტედმა ჟოზე მოურინიო გაათავისუფლა. ბრიტანელებმა მის შემცვლელად ოლე გუნარ სოლსკიაერი კი დანიშნეს, თუმცა ნორვეგიელი წითელ ეშმაკებს სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს.

 

როგორც The Thelegraph-ი იუწყება, მანჩესტერი შესაძლოა ანტონიო კონტემ ჩაიბაროს. იტალიელი ამჟამად უმუშევარია და როგორც აღნიშნულ წყაროში ვკითხულობთ, წითელი ეშმაკების ჩაბარების წინააღმდეგი თავადაც არაა. იმ შემთხვევაში, თუ 49 წლის სპეციალისტი მანკუნიელთა წინდადებას დათანხმდება, სამუშაოს იგი მომდევნო სეზონიდან დაიწყებს.

 

კონტე ბოლოს ლონდონის ჩელსის მწვრთნელი გახლდათ. არისტოკრატებს იგი 2016-18 წლებში თავკაცობდა და პირველივე სეზონში გუნდს პრემიერლიგა მოაგებინა. გასულ სეზონში ლონდონელების საქმე არცთუ ისე კარგად მიდიოდა, რასაც კონტეს უსამსახუროდ დარჩენა მოჰყვა.

 

ამ მომენტისთვის მანჩესტერი 26 ქულით მეექვსე ადგილზეა. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გუნდის მეტოქე პსჟ გახლავთ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.