მამუკელაშვილის რეკორდი

8 მოგებითა და 3 მარცხით “სეტონ ჰოლი” Big East-ის კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადავიდა

კარიერის რეკორდული 23 ქულა ჩააგდო სანდრო მამუკელაშვილმა დღეს, გამთენიისას, ამერიკის სტუდენტური ლიგის მატჩში. მისი “სეტონ ჰოლი” შინ “სეიქრედ პიონერსს” ხვდებოდა და 90:76 რომ გაანადგურა, უპირველესად ქართველი ფორვარდის დამსახურებაა.

 

მამუკელაშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში რეგორდულად ბევრი – 23 ქულა ჩააგდო. სანდრომ 6-დან 4 ორქულიანი, 5-დან 4 სამიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. 23 ქულასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა 8 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

 

8 მოგებითა და 3 მარცხით “სეტონ ჰოლი” Big East-ის კონფერენციაში მე-7 ადგილზე გადავიდა. შემდეგ მატჩს “სეტონ ჰოლი” 23 დეკემბერს, სტუმრად მძლავრ “მერილენდთან” (9 მოგება, 2 წაგება) გამართავს.