სლავას გია მიხედავს

გია ამირხანაშვილის თქმით, გუნდში ორი ქართველი მორაგბეც ითამაშებს.

გია ამირხანაშვილი ვეტერანი მორაგბეა. თავის დროზე ის ივერიაში და ლოკომოტივში თამაშობდა, შემდეგ კი ინგლისის ნახევრადპროფესიონალურ „ფლიტვუდ იუნაიტედში“ ასპარეზობდა. კარიერის დასრულების შემდეგ კი ხელი მწვრთნელობას მიჰყო და აგერ უკვე 23 წელია ამ საქმით არის დაკავებული.

 

ამირხანაშვილი, ახლა იმიტომ გაგვახსენდა, რომ ქართველი სპეციალისტი რუსეთის სარაგბო კლუბის „სლავას“ მწვრთნელად დაინიშნა. გუნდის დირექტორატი ამირხანაშვილს ნოემბერში დაუკავშირდა და ეს თანამდებობა პირველად მაშინ შესთავაზა, დეკემბერში კი ქართველი მწვრთნელისგან თანხმობაც მიიღეს.

 

გია ამირხანაშვილის თქმით, გუნდში ორი ქართველი მორაგბეც ითამაშებს.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.