პაპუნაშვილი – სამი თვის თავზე

კარგი ამბავია: გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას სამატჩო განაცხადშია, ანუ სათამაშოდ მზადაა.

 

სარაგოსა 22 დეკემბერს სეგუნდა დივიზიონის მორიგ ტურში ესტრემადურას უმასპინძლებს და ქართველიც 18–კაციან სიაშია. ამის შესახებ ესპანური გამოცემები წერენ. სარაგოსა უჩვეულოდ დაბლა, მეოცე ადგილზეა, ანუ ბოლოდან მესამეზე.

 

როგორც იცით, პაპუნაშვილს ტრავმა ჰქონდა და თითქმის სამი თვეა, რაც არ უთამაშია. მოირჩინა და ისევ გაურთულდა. ნაადრევად მოუწია ვარჯიშის დაწყება. ბუნებრივია, გიორგიმ სანაკრებო შეხვედრებიც გამოტოვა.  

 

უშუალოდ 2018/2019 წლების სეზონში ერთი გოლი გაიტანა: კოპა დელ რეის შეხვედრაში, დეპორტივოსთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში.