პროგნოზი: ბარსელონა-სელტა

ბარსელონა-სელტა

დრო: შაბათი, 22 დეკემბერი, 21:30 საათი

მსაჯი: ედუარდო პრიეტო იგლესიასი (ესპანეთი)

 

სატურნირო მდგომარეობა

კატალონიური გრანდი 34 ქულით ლა ლიგაში ერთპიროვნული ლიდერია. ყველაზე მეტი (10) მოგების შემოქმედი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო ოთხ შეხვედრაში დაუმარცხებელია, აქედან მიჯრით სამი კი მოგებული აქვს. ბურთების შეფარდება - 46:19 (ყველაზე მეტი გატანილი და საუკეთესო ბალანსი).

 

ბლაუგრანა, რომელიც ყველა ტურნირზე 7 მატჩია არ დამარცხებულა, საშინაო კედლებში ტრადიციულად ძალიან ძლიერია და ამ სეზონში გამართული 13 მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვს წაგებული (9 მოგება).

 

ლა ლიგაში ბარსელონამ ბოლო ორი ტურის შეხვედრა დიდი ანგარიშებით (4:0 ესპანიოლთან და 5:0 ლევანტესთან) მოიგო, თანაც ისე, რომ გოლი არცერთ მათგანში გაუშვა. მე-16 ტურში ბარსელონამ ლევანტესთან სტუმრად ითამაშა და წინა სეზონში მძიმე მარცხისთვის რევანში აიღო.

 

გალისიელები 21 ქულით მეცხრე პოზიციაზე არიან და ევროზონას 4-ით ჩამორჩებიან. გატანილ/გაშვებული გოლების შეფარდება - 28:24. ვიგოელებს, რომელთაც ბოლო ტურში ლეგანესთან შინ ფრე ითამაშეს, სტუმრად ბოლო შვიდი მატჩიდან მხოლოდ ერთი აქვთ მოგებული (ვილიარეალთან მე-15 ტურში).

 

 

ურთიერთშეხვედრები

გუნდებს შორის გამართული ბოლო დაპირისპირება ფრედ - 2:2 დასრულდა (ვიგოში).

 

გუნდების ბოლო რვა დაპირისპირებიდან შვიდში მინიმუმ 4 გოლი გავიდა.

 

ბარსელონას საშინაო კედლებში სელტასთან 2014 წლის შემდეგ გამართული 4 შეხვედრა არ წაუგია. ნოუ კამპზე კატალონიელები ბოლო 17 შეხვედრიდან მხოლოდ ერთში დამარცხდნენ.

 

საერთო ჯამში ბარსელონას სელტას წინააღმდეგ საშინაო შეხვედრებში ასეთი შედეგი აქვს: 13 მოგება, 7 ფრე, 1 წაგება.

 

სავარაუდო შემადგენლობა

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, ლენგლე, პიკე, რობერტო, ვიდალი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, დემბელე, სუარესი, მესი.

მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე (ესპანეთი).

 

სელტა: ბლანკო, მალო, კოსტასი, ალონსო, მენდესი, ბელტრანი, იოკუსლუ, ბუფალი, გომესი, ასპასი.

მთავარი მწვრთნელი: მიგელ კარდოსო (პორტუგალია).

 

პროგნოზი

ბარსელონა წლის ლიდერის პოზიციაში დასრულებასა და ზამთრის ჩემპიონის სტატუსის მოპოვებას შეეცდება. ამისთვის მათ სელტასთან ამ მატჩში მინიმუმ არწაგება სჭირდებათ, რომელშიც ფავორიტად მიიჩნევიან. გუნდმა ლა ლიგის ბოლო ორ ტურში მეტოქეები გაანადგურა. ბარსას ლიდერი ლიონელ მესი შესანიშნავ ფორმაშია და ევროპის ოქროს ბუცის დავაში ლიდერობს (14 გოლი, 9 საგოლე გადაცემა). ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბარსელონამ სელტას დამარცხება დიდი უპირატესობით უნდა შეძლოს, მატჩში კი მინიმუმ 4 გოლი გავიდეს.

 

ბარსელონა მოიგებს ორივე ტაიმს @1.40

3.5-ზე მეტი გოლი @1.45


ბარსელონა-სელტა

ბარსელონამ ლა ლიგის ზედიზედ სამ შეხვედრაში გოლი არ გაუშვა, მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ გუნდს მიჯრით 4 შეხვედრაში კარი მშრალად არ შეუნახავს.

სელტამ მიგელ კარდოსოს ხელმძღვანელობით ლა ლიგის ბოლო ოთხი მატჩიდან ორში გოლი არ გაუშვა (2 მოგება, 1 ფრე). იმდენი, რამდენიც ანტონიო მოჰამედის თავკაცობის დროს 12 მატჩში (3 მოგება, 5 ფრე, 4 წაგება).

ბარსელონამ 2018 წელს ლა ლიგაში 100 გოლი გაიტანა, უფრო მეტი ვიდრე ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში სხვა ყველა გუნდმა. 

ბარსელონამ ლა ლიგის საწყის 16 მატჩში 19 გოლი გაუშვა, ეს 2003/04 წლების სეზონის შემდეგ გათამაშების ამ ეტაპზე გუნდის ყველაზე ცუდი შედეგია (21 გოლი). 

ბარსელონას კაპიტან ლიონელ მესის (14) და თავდამსხმელ ლუის სუარესს (11) ამ სეზონში ერთად 25 გოლი აქვთ გატანილი, უფრო მეტი, ვიდრე ჩემპიონატის 16 სხვა გუნდს ინდივიდუალურად.

ლიონელ მესის 2018 წელს უფრო მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე ლა ლიგის სხვა ყველა ფეხბურთელს (33). წლის საუკეთესო ესპანელი ბომბარდირი ლა ლიგაში სწორედ ვიგოს სელტას ფორვარდი იაგო ასპასია (21).

ბარსელონას წინააღმდეგ ბოლო ხუთ მატჩში ლა ლიგის არცერთ სხვა ფეხბურთელს აქვს უფრო მეტი გოლი გატანილი, ვიდრე იაგო ასპასს (5 გოლი შვიდ მატჩში).

ბარსელონას ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ ერნესტო ვალვერდეს მისი კარიერის განმავლობაში სელტას წინააღმდეგ 15 მატჩიდან არცერთი წაუგია (10 მოგება, 5 ფრე), ბოლო ორი კი ფრედ დაასრულა.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.