პროგნოზი: იუვენტუსი-რომა

სერია ა-ს მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა ტურინში გაიმართება 

იუვენტუსი-რომა

დრო: შაბათი, 22 დეკემბერი, 23:30 საათი

მსაჯი: დავიდე მასა (იტალია)

 

სატურნირო მდგომარეობა

იტალიის სერია ა-ს მე-18 ტურის ცენტრალური მატჩი 22 დეკემბერს, ალიანს სტადიონზე გაიმართება და მასში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მყოფი ორი გუნდი დაუპირისპირდება.

 

იტალიის ბოლო 7 წლის ჩემპიონს 46 ქულა აქვს და ერთადერთი წაუგებელი გუნდია (პსჟ-სთან და ლივერპულთან ერთად დიდ ხუთ ლიგაში), რაც ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. იუვენტუსმა სერია ა-ში 15 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა, ბოლო 7 მატჩში კი გამარჯვება იზეიმა.

 

ბებერი ქალბატონი, რომელმაც ბოლო ტურში ტურინული დერბი მინიმალური უპირატესობით (0:1) მოიგო, საშინაო კედლებში ბოლო სამი მატჩი გამარჯვებით დაასრულა. ალიანს სტადიონზე ბიანკონერიმ ბოლო 14 მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო და 12 მოიგო.  

 

რომას, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი განაღდებული აქვს, სერია ა-ში საქმეები კარგად ვერ მისდის. გუნდს მხოლოდ 24 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილს იკავებს. ბურთების შეფარდება - 29:22.

 

რომას იტალიის ჩემპიონატში სამმატჩიანი მოგებაათა სერია აქვს, სტუმრად კი ყველა ტურნირზე 7 შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგო. სტუმრად უკანასკნელ სამ შეხვედრაში რომას არ მოუგია. მე-16 ტურში ჯალოროსომ შინ ჯენოასთან -3:2 იმარჯვა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

1999 წლიდან მოყოლებული საშინაო არენაზე ჩატარებული 22 მატჩიდან იუვენტუსმა მხოლოდ სამი წააგო 12 კი გამარჯვებით დაასრულა. ალიანს სტადიონზე ბოლო 7 მატჩში ბებერი ქალბატონი გამარჯვებული გამოდის, უკანასკნელ სამში კი იდენტური ანგარიშით - 1:0.

 

წინა სეზონში გუნდებმა 2 შეხვედრა გამართეს, ტურინში მასპინძლებმა (1:0) იმარჯვეს, ხოლო იტალიის დედაქალაქში გამართული მატჩი ფრედ (0:0) დასრულდა.

 

სავარაუდო შემადგენლობა

იუვენტუსი: შესნი, სანდრო, კიელინი, ბონუჩი, დე შილიო, მატუიდი, პიანიჩი, ბენტანკური, რონალდუ, მანჯუკიჩი, დიბალა.

მთავარი მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი (იტალია).

 

რომა: ოლსენი, ფლორენცი, ფაციო, მანოლასი, კოლაროვი, ნზონზი, კრისტანტე, იუნდერი, ძანიოლო, კლაივერტი, ჯეკო.

მთავარი მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო (რომა).

 

პროგნოზი

იუვენტუსი მოიგებს @1.46

მატჩში მინიმუმ 3 გოლი გავა @1.80


იუვენტუსი-რომა

იუვენტუსმა სერია ა-ში რომას ბოლო 7 საშინაო შეხვედრა მოუგო. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს ჯერ 50-იან, ხოლო შემდეგ 60-იან წლებში ჰქონდა.

სერია ა-ს 2012/13 წლების გათამაშებიდან, ანუ მას შემდეგ მოყოლებული, რაც იუვენტუსმა იტალიის ჩემპიონატი მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით დაიწყო, რომას ბიანკონერის წინააღმდეგ სხვა ყველა გუნდზე უფრო მეტი ქულა აქვს აღებული.

2018 წელს იუვენტუსმა სერია ა-ში 35-დან 30 მატჩი მოიგო, სამით მეტი, ვიდრე სხვა ყველა გუნდმა ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში (4 ფრე, 1 წაგება).

რომამ სერია ა-ში ბოლო 7 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო (3 ფრე, 3 წაგება) და აქედან ერთში მოახერხა კარის მშრალად შენახვა (ემპოლისთან - 2:0).

2018 წელს იუვენტუსმა სერია ა-ში კარი მშრალად 21-ჯერ შეინახა, ეს უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე სხვა ყველა გუნდს ევროპის ტოპ ხუთ ჩემპიონატში აქვს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ორივე ამ გუნდმა სტანდარტული სიტუაციიდან 10 გოლი გაიტანა, უფრო მეტი, ვიდრე იტალიის ჩემპიონატის სხვა ყველა გუნდმა.

იუვენტუსის ახალწვეულმა კრიშტიანუ რონალდუმ რომას წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებულ ექვს შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მოაგროვა. პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ბოლო სამ მატჩში ჯალოროსოს კარში გოლი აქვს გატანილი.

სერია ა-ს ბოლო 16 მატჩში პაულო დიბალას 2 გოლი აქვს გატანილი, არგენტინელი თავდამსხმელის ბურთთან ბოლო 968 შეხებიდან მხოლოდ 56 იყო მეტოქის საჯარიმო მოედნის შიგნით (6 %).

რომას ახალწვეული ჯასტინ კლაივერტი სერია ა-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.