პროგნოზი: აინტრახტი-ბაიერნი

წლის მთავარი ტიტულების მფლობელი გუნდები პრინციპულ შეხვედრას გამართავენ 

აინტრატი-ბაიერნი

დრო: შაბათი, 22 დეკემბერი, 21:30 საათი

მსაჯი: მანუელ გრაფე (გერმანია, 45)

 

სატურნირო მდგომარეობა

ფრანქფურტის აინტრახტი, რომელმაც ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპი 100%-იანი მაჩვენებლით, ანუ 6 გამარჯვებით დაასრულა, შესანიშნავ ფორმაშია და ახლა აქცენტს ბუნდესლიგაზე აკეთებს, სადაც გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. 27 ქულის მფლობელი აინტრახტი მეხუთე ადგილზეა და ხსენებულ ზონას ლაიპციგთა ქულათა მინიმალური სხვაობა აშორებს. ფრანქფურტელებმა, რომელთაც ბოლო ტურში მაინცთან სტუმრად ფრე ითამაშეს (2:2), 34 გოლის გატანა მოახერხეს, რაც მესამე შედეგია და მიუნხენის ბაიერნისასაც კი აღემატება. გუნდმა 20 გოლი მიიღო, ამაზე ნაკლები მხოლოდ ლიდერთა ოთხეულს აქვს გაშვებული.

 

საშინაო არენაზე აინტრახტის დამარცხება ნებისმიერი მეტოქისთვის რთული ამოცანაა. აქ გუნდმა ყველა ტურნირზე ბოლო 9 მატჩიდან 7 მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, მისი მეტოქეები კი ისეთი გუნდები იყვნენ, როგორებიც ვოლფსბურგი, მარსელი, შალკე, ლაციო და ლაიპციგია.

 

მოქმედი ჩემპიონი რომ არასტაბილურ ფორმაშია, ამაში სეზონის დაწყებიდან დავრწმუნდით. ნიკო კოვაჩი გაცემულ ავანსებს შესაბამისად ვერ ამართლებს, მისი გრანდი კი მხოლოდ 33 ქულის მფლობელია და მესამე ადგილს სჯერდება. ბაიერნმა წინა 16 მატჩში მეტოქეებს 33 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი 18 მიიღო.

 

ბოლო ტურებში რეკორდმაისტერი მოძლიერდა და ყველა ტურნირზე შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია გამოაცხო, უშუალოდ ბუნდესლიგაში კი მიჯრით 4 შეხვედრა მოიგო. ბოლო, მე-16 ტურში მიუნხენელებმა უშუალო კონკურენტი ლაიპციგი მიიღეს და მინიმალური სხვაობით დაამარცხეს (1:0, ფრენკ რიბერის გოლი).

 

გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა ბუნდესლიგაში სტუმრად ჩატარებული ბოლო 23 მატჩიდან მხოლოდ 3 წააგო და 18-ში იმარჯვა.

 

 

ურთიერთშეხვედრები

მიმდინარე წელს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ და აქედან ორში ტიტული გათამაშდა. გერმანიის თასის ფინალში აინტრახტმა - 3:1 იმარჯვა, თუმცა სუპერთასზე - 0:5 განადგურდა. რაც შეეხება ბუნდესლიგას, იქ მეორე წრის მატჩი ბაიერნმა - 4:1 მოიგო.

 

აინტრახტს სახლში ბაიერნი ბოლო 8 მატჩია არ დაუმარცხებია.

 

ბაიერნის წინააღმდეგ ბოლო 18 საშინაო მატჩიდან აინტრახტმა მხოლოდ 3 მოიგო და 11-ში დამარცხდა.

 

ფრანქფურტელებს ბაიერნის წინააღმდეგ ბოლო 7 საშინაო შეხვედრიდან 6-ში გოლი არ გაუტანიათ.

 

სავარაუდო შემადგენლობა

აინტრახტი: ტრაპი, ნდიჩკა, სელსედო, რუსი, კოშტიჩი, გუზმანი, ფერნანდეში, კოშტა, რებიჩი, ჰალერი, იოვიჩი.

მთავარი მწვრთნელი: ადი ჰიუტერი (ავსტრია).

 

ბაიერნი: ნოიერი, კიმიხი, ზულე, ბოატენგი, ალაბა, გორეცკა, ალკანტარა, კომანი, მიულერი, რიბერი, ლეწვანდოვსკი.

მთავარი მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი (ხორვატია)

 

პროგნოზი

გუნდების ბოლო ურთიერთშეხვედრები უხვგოლიანი გამოდის. გარდა ამისა, მიუნხენელებს შანსი აქვთ, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ და ზამთრის შესვენებამდე ბუნდესლიგაში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლონ, რა მიზნის მისაღწევადაც დიდი ალბათობით აინტრახტს დაამარცხებენ.

 

ბაიერნი მოიგებს @1.56

მატჩში მინიმუმ 4 გოლი გავა @2.10


აინტრახტი-ბაიერნი

ბაიერნმა გერმანიის ბუნდესლიგაში სტუმრად ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.

ბაიერნმა ამ სეზონში ბუნდესლიგაში სტუმრად ჩატარებული 7 მატჩიდან 6-ში მინიმუმ 2 გოლი გაიტანა.

აინტრახტის საშინაო მატჩების 86%-ში და ბაიერნის სტუმრად ჩატარებული შეხვედრების 50%-ში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებს.

აინტრახტს 16 ტურის შემდეგ 34 გოლი აქვს გატანილი, 1993/94 წლების შემდეგ ეს გუნდის საუკეთესო შედეგია (34).

გერმანიის ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ამ ორი გუნდის თავდამსხმელები ლუკა იოვიჩი (12) და რობერტ ლევანდოვსკი (10) ლიდერობენ.

აინტრახტის ფეხბურთელ სებასტიან ჰალერს შეუძლია კლუბის ისტორია დაწეროს, ამისთვის მას გოლის გატანა სჭირდება, ამ შემთხვევაში არწივებს ზამთრის შესვენებამდე ორი ისეთი ფეხბურთელი პირველად ეყოლებათ, რომელთაც მინიმუმ 10 გოლი აქვთ გატანილი.

ბაიერნს ბუნდესლიგაში მიმდინარე სეზონში სტუმრად საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - 6 მოგება, 2 ფრე.