მილანმა რეშფორდიც მოინიშნა

მილანელებმა სატრანსფერო სია დააგრძელეს. გატუზოს გუნდმა ამჯერად ინგლისელ ფორვარდს დაადგა თვალი

Correira Della Cera-ს ცნობით, მილანი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას, მანჩესტერიდან მარკუს რეშფორდის გადაბირებას შეეცდება. აღნიშნული წყაროს ცნობით, იტალიელები შესაძლოა მის იჯარით აყვანასაც დათანხმდნენ. მოგეხსენებათ როსონერიმ იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება ვერ შეძლო და ახლა კვლავ ფორვარდის ძიებაშია.

 

ინგლისელი თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში უმეტესად სათადარიგოთა სკამიდან ერთვება ხოლმე. გარდა ამისა მოგეხსენებათ წითელ ეშმაკების საქმეც მთლად კარგად ვერაა. რეშფორდი მანჩესტერში 2016 წლის ზამთრიდან გამოდის. ამ სეზონში მან 20 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი ოთხჯერ აიღო.

 

რაც შეეხება გატუზოს გუნდის სატრანსფერო გეგმებს, იტალიელებს თვალი ალეშანდრ პატოზე, ცესკ ფაბრეგასზე და ფელიპე ლუიშზეც აქვთ თვალი დადგმული.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.