ნადალი ქართველებზე

მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა პრესკონფერენციაზე ქართველებიც ახსენა

ATP CUP-ის გათამაშებაში, საქართველოსა და იაპონიის ნაკრებებს შორის მესამე შეხვედრაში აზიელ სპორტსმენებს ალესანდრე ბაქში და ზურაბ ტყემალაძე დაუპირისპირდნენ. მატჩი ქართველთა გამარჯვებით 2:0 (6:2; 6:4) დასრულდა.

 

აღსანიშნავია, რომ ამ მატჩზე მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა რაფაელ ნადალმა ისაუბრა. ესპანელმა ჩოგბურთელმა ჩვენებურებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა. ამის შესახებ USOPEN-ის ინსტაგრამ გვერდი იუწყება.

 

View this post on Instagram

A class act, on and off the court

A post shared by US Open (@usopen) on

 

რაც შეეხება მომავალ შეხვედრას, ჩვენი გუნდი 8 იანვარს ურუგვაის ნაკრებს დაუპირისპირდება.