შენკლის ხუმრობა

აი, დაახლოებით ისეთი, ლივერპულელი პლეხანოველი

კურტის ჯოუნზი: ჯონსი, იოლად რომ ითქვას ნამდვილი სქუსერი, ანუ ჭეშმარიტი ლივერპულელი, ტოქსტეთელი ბიჭი. დაახლოებით, ლივერპულელი პლეხანოველი.

ახლა, ატეხილია ამბავი, ყმაწვილებით გაზავებულმა ლივერპულმა ასიციაციის თასიდან დამამცირებლად გააგდო ევერტონი, რომლმაც ჯეჯრერობით ანჩელოსტის ხელშიაც ვერ წამოიჩოქა თუნდაც ცალ მუხლზე. დამამცირებლად იმიტომ, რომ  იურგენ კლოპმა ყმაწვილები გაურია სასტარტოში, ევერტონი კი შესაძლო უძლიერესი შემადგენლობით იყო.  ჰოდა, ამ ყმაწვილთაგან ერთ-ერთმა კურტის ჯონსმა დიდებული გოლი გაიტანა, ისეთი მოიქნია და დაახვია ოცი იარდიდან, რომ ნაქებ პიქფორდს მხოლოდ გოლის ფოტოების გასალამაზებლი ნახტომი გამოუვდა.

ქალაქში, სადაც დერბი ჯერ კიდევ ნიშნავს გვარიან რამეს, ბიჭი, რომელსაც ცხრამეტიც არ შესრულებია, უცებ შეიქნა გმირი: მერსისაიდულ ჭიდილში გოლის გატანა, თან ბიჭობაში და თან, როცა ნამდვილი ლივერპულელი ხარ და არა სხვა ადგილიდან, ქვეყნიდან, კონტინეტიდან  მოსული მოთამაშე, ერთ სახელად ღირს.  ჯონსმა თავისი ლამაზი გოლით  ენფილდზე  უწყვეტი ოცლწლიანი მარცხის ბედშავი ტრადიცია გაუგრძელა ევერტონს. იმ დროს კურიტსი ჯერ დაბადებულიც  არ იყო.  ეს ბიჭი ნამდვილი სქუსერიაო!- სწორედ კლოპმა შესძახა. სქუსერი კი ევერტონელიცაა და ლივეპრულელიც, მაგრამ მენეჯერმა ამ შემთხვევაში კუთვნილება კი არა ბიჭობა და  ხასიათიანობა-ვარიგისიანობა თუ იგულისხმა.

ჯონსი ყველაზე ახალაგაზრდა ლივერპულელი გამოდგა დერბიში რომ გაუტნია, ოღონდ რობი ფაულერის. შემდეგ, რომელიც მასზე კიდევ უფრო პატარა თვრამეტი წლისა იყო 1994 წელს, როცა ევერტონს შეუგდო და ამით ადირდნავე  დიგდო  ყველაზე ლივერპულელი ლივერპულელი  ფეხბურთელის სახელი. რობისადმი კოპის დიდი სიყვარული დერბიში ევერტონის გამწარებითაც მყარდებოდა.   

რა დასამალია და რობი ფაულერიც ტოქსტეთელია.

ჯონსის ამ გოლმა ფეხბურთის მეისტორიეთ და მცოდენთ ერთი ძველი ამბავი გაახსენა: ამ ჩვიდმეტი წლის წინათ პრემიერლიგის ჩემპიონის, მფირნავი არსენალის წინააღმდეგ ევერტონის მენეჯერმა  დევიდ მოიესმა მეოთხმოცე წუთზე მინდორზე თექვსმეტი წლის უეინ რუნი შეუშვა, რომელმაც გააქანა და პირდაპირ ხარიხის ქვეშ ჩააჭედა დაუვიწყარი გოლი, რომლითაც მეთოფეთა ოცდაათთამაშიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. 

მაშინ კომენტატრომა კალივ ტილდესლიმ შეჰყვირა: ბრწყინვალეა! დიამახსოვრეთ სახელი...

ახლა, ამბოებენ, ჯოსნის გოლი, რაიმე მსგავსის დასწყისი ხომ არ არისო? ერთ დროს კარგმა და ჭკვიანმა მეოგლემ, დიონ დაბლინმა თქვა, ქუდს ვუხდი ჯონსს ამ გოლისთვის, მაგრამ ისიც მახსოვს, რომ როცა რუნიმ არსენალი დაამრცხა, ყველამ ვიფიქრეთ, რომ ვიღაც ახალი და განსაკუთრებული გამოჩნდა ჩვენს შორის და ახლაც ხომ  რაღაც მსგავსმა გაგვიელვა გულშიო? თან, რუნიც ლივერპულელია, მთლად ტოქსტეთელი არა, არამედ კროქსტეთელი.

იმ გოლით, რუნი  ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი შიექნა ინგლისურ ლიგებში გოლი რომ გაუტაინია, მაგრამ მისმა რეკორდმა ორიოდ თვეს გაძლო.  ყმაწვილმა ლიდსელმა ჯეიმს მილნერმა სანდერლენდს გაუტანა და მასზე ნაკლები თექვსმეტი წლისა გამოდგა.  

სწორედაც, ჰო, ის ჯეიმს მილნერი გახლდათ ორიოდ დღის წინათ ყმაწვილი ჯონსის მხარდამხარ რომ ერკინებოდა ევერტონს. ასეთია ხოლმე. საფეხბურთო ბიოგრაფიები.

მოკლედ, არსი, მოცემულობა, მოლოდინი ისეთია, რომ ახალი კარგი და სავარაუდოდ დიდი  მომავლის  მოთამაშეც გამოჩნდაო. მთავარი კი ამბავში ჯეჯრერობით ისაა, რომ იურგენ კლოპი სათასო თამაშებს აძლევს ყმაწვილებს და აქედან, საბოლოოდ მაინც კარგი რამ გამოდის.

ბილ შენკლი კი ჯერ კიდევ როდის ენამწარობდა: ლივერპულში ორი კარგი გუნდია, ლივერპული და ლივერპულის სათადარიგო შემადგნელობა.