VIDEO - ციციპასმა მამამისი დააზიანა

ბერძენმა ჩოგბურთელმა ემოციები ვერ მოთოკა

ATP-ის რეიტინგის მე-6 ნომერმა, სტეფანოს ციციპასმა ნიკ კირიოსთან შეხვედრაში წაგებული ტაი-ბრეიკის შემდეგ ბრაზი ვერ შეიკავა და საკუთარი ჩოგანი დაამტვრია. იქვე მყოფ მამამისს ხელი დაუზიანდა, რის შემდეგაც აპოსტოლოს ციციპასმა კორტი დატოვა.

 

ბერძენმა აღნიშნულ ეპიზოდზე მატჩის შემდეგ ისაუბრა.

 

"ეს შემთხვევით გამომივიდა. ემოციები ვერ მოვთოქე და შეცდომა დავუშვი - სპეციალურად ამის გაკეთება ნამდვილად არ მსურდა. მიუხედავად ამისა, ინციდენტი დავივიწყე და თამაში გავაგრძელე. დამიჯერეთ, ამის ჩადენას არ ვაპირებდი, მაგრამ სიტუაცია უმართავი გახდა.

 

სავარაუდოდ, მამა 3 დღით შიდა პატიმრობას მომისჯის და სახლიდან არ გამიშვებს (იცინის). მოგვიანებით მას აუცილებლად დაველაპარაკები", - თქვა ციციპასმა.

 

 

საბოლოოდ, მატჩი კირიოსის გამარჯვებით, ანგარიშით 7:6, 6:7, 7:6 დასრულდა.