ერთეულებშიც მოვიგეთ! - მეტრეველმა რონკადელი დაამარცხა!

გამარჯვებით დავიწყეთ

ATP CUP-ის ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ურუგვაის ეთამაშება. პირველი შეხვედრა, ერთეულთა თანრიგში, ალექსანდრე მეტრეველსა და 19 წლის ფრანკო რონკადელის შორის შედგა. ფავორიტი, რა თქმა უნდა, ქართველი იყო, რადგან მოწინააღმდეგე ATP რეიტინგში განთესილიც არ არის...

 

სანდრომ, მარტივად, ორ სეტში, 6:2; 6:1 გაიმარჯვა და საქართველოს ნაკრები წინ გაიყვანა. მეორე შეხვედრაში, ნიკა ბასილაშვილი პაბლო კუევასს შეხვდება...